23 მაისი ქართული რადიოს დღეა - რადიო აჭარა 94 წლის გახდა

23 მაისი 2024, 10:31 727 ნახვა
00:00
00:00

23 მაისი ქართული რადიოს დღე და ამასთან აჭარის რადიოს დაბადების დღეა. რადიო აჭარა 94 წლის გახდა. იგი ყველაზე უხუცესი და ამასთან თანამედროვე რეგიონული რადიოა საქართველოში.

თავდაპირველად სამაუწყებლო დრო სამ საათს მოიცავდა: დილის 10-დან 11-მდე, საღამოს კი 5-დან 7 საათამდე. მზადდებოდა როგორც საინფორმაციო, ისე დარგობრივი გადაცემები.

2001 წლიდან თანამგზავრული კავშირის მეშვეობით რადიო აჭარას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე FM 104, 5 - 24 საათიანია.

რადიომ მსმენელი ტელევიზიის ამოქმედების შემდეგაც შეინარჩუნა.

საზოგადოებრივი რადიო ფლობს უნიკალურ აუდიოფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში