ამერიკის აიოვას შტატის ქალაქ გრინფილდში ძლიერი შტორმისა და 12-მდე ტორნადოს შედეგად არის მსხვერპლი.
სტიქიამ გაანადგურა შენობა-ნაგებობები. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი.
იმის გამო, რომ ადგილობრივი საავადმყოფო ტორნადომ დააზიანა, დაშავებულები ახლომდებარე ქალაქებში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტორნადომ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ქარის ტურბინები.