თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

22 მაისი 2024, 09:56 334 ნახვა

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ბოლონიაში „ტორტონას“ სძლია და იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ბოლონიელებმა მეოთხედფინალური სერია ორი მოგებით დაიწყეს, თუმცა „ტორტონამ“ საპასუხო მატჩებიდან სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა „ვირტუსმა“ მოედნის უპირატესობით ისარგებლა და სერიის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც „ტორტონა“ 92:63 დაამარცხა და სერია 3:2 მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. „ვირტუსი“ ნახევარფინალში „ვენეციას“ შეხვდება, რომლის ღირსებასაც გიგა ჯანელიძე იცავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი