ვიზალიბერალიზაცია, ევროპული განათლება და საგანმანათლებლო პროგრამები იყო სტუდენტებისა და ზურაბ პატარაძის საუბრის თემა. შეხვედრას ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებით ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გადიოდნენ სწავლებას. სტუდენტებთან ერთად შეხვედრას ”ერასმუს პლუსით” მოსარგებლე ლექტორები და უცხოელი სტუდენტებიც ესწრებოდნენ.