ქართველმა პარაძიუდოისტებმა პარაოლიმპიადის ხუთი საგზური მოიპოვეს 

20 მაისი 2024, 09:33 269 ნახვა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა გრან პრის გათამაშება პარაძიუდოში. ქართველი პარასპორტსმენი რევაზ ჩიკოიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეჯიბრებაზე, ჯამში, ჩვენმა პარაძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლებს ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი დაეუფლნენ. თბილისის გრან პრიზე პარიზის 2024-ის ლიცენზიები გათამაშდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ხუთი ლიცენზია მოიპოვა.

პარიზის პარაოლიმპიადაზე რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ინა ქალდანი, ლაშა ყიზილაშვილი და ზურაბ ზურაბიანი იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში