დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურში ბათუმის „დინამო“ „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს. ამ დროისთვის ბათუმელები სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეოთხე ადგილზეა, „ნორჩ დინამოს“ კი 4 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციას იკავებს.
მატჩი ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.