ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე 3 ადამიანი დაიკარგა

19 მაისი 2024, 21:49 567 ნახვა

ირანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, 3 მაშველი დაიკარგა. ინფრმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მაშველები მიუახლოვდნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილს, თუმცა, სამაშველო ოპერაციის ტემპი შეჩერდა, რადგან ინციდენტის ადგილას ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ავარიულად დაეშვა.

პრეზიდენტის კორტეჟში, სულ, 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ.

ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე, არ გავრცელებულა.

მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი