პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებს

18 მაისი 2024, 15:08 372 ნახვა

პრემიერ-მინისტრის შეთავაზება ახალგაზრდებს - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიისთვის მზად არის, მაგიდასთან კი ახალგაზრდების ჯგუფს და მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებსაც იწვევს.

ირაკლი კობახიძე შენიშვნების გაზიარებისთვისაც მზად არის და მსგავს დამოკიდებულებას ელის ახალგაზრდებისგან. პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი მიიჩნევს, რომ დისკუსიას აზრი არ აქვს, რადგან კანონში ცვლილება ვეღარ შევა.

ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ შეთავაზება დაგვიანებულია.  უმრავლესობაში კი პრემიერის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოდ მიიჩნევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი