“გახარია საქართველოსთვის” პარტიის ბრიფინგი

28 თებერვალი 2025, 11:08 125 ნახვა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ქმედებას ივანიშვილის რეჟიმი დუმილით ხვდება.

საქმე ეხება, პირველი სარკინიგზო მატარებლის სოჭიდან ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლას და უკვე მეორე პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას რუსეთიდან.

აქუბარდიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი 2003 წელსაც დუმდა, მაშინ, როცა სოხუმის აეროპორტი უკანონოდ გადაეცა რუსეთს. მისივე თქმით, სახეზეა იზოლაციის ფონზე რუსეთის გაძლიერებული იერიში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რასაც, მისი თქმით, ხელს ივანიშვილიც უწყობს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი