საჯარო გადაწყვეტილებების პროცესში არასამთავრობოები აღარ ჩაერთვებიან -საკანონმდებლო პაკეტი

28 თებერვალი 2025, 18:39 109 ნახვა

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან.
ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში შედის და ინიციატივა “ქართული ოცნებას“ და “ხალხის ძალას“ ეკუთვნის. საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს. პარლამენტის რეგლამენტი და სხვა კანონები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.
დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან აღარ შეირჩევიან. ასევე საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი