პრეზიდენტის საარჩევნო გეგმა

18 მაისი 2024, 12:08 333 ნახვა

პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც საარჩევნოდ, ე.წ. პროდასავლური ფრონტის შექმნას უკავშირდება - „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს ისევ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

უმრავლესობის წევრები ზურაბიშვილს კანონის 51-ე მუხლზე მიუთითებენ, სადაც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა და არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

პრეზიდენტმა პირველად უცხოურ მედიაში გააჟღერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროევროპულ ფრონტს უხელმძღვანელებს, თუმცა არჩევნებში უშუალოდ არ ჩაერთვება.

ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის გეგმას იზიარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში