პოლიტიკური შეფასება

18 მაისი 2024, 11:26 321 ნახვა

ბრალდებებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონში მუხლები ფარულად ჩაამატეს, სიცრუეს უწოდებენ ქართული ოცნების წევრები. უმრავლესობაში ოპონენტებს ურჩევენ,  დოკუმენტის შინაარსობრივი ნაწილით დაინტერესდნენ.

ამბობენ, რომ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით შევიდა და პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციაც ესწრებოდა საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ.

„ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად.

ოპოზიციის ნაწილიც აღიარებს, რომ კანონპროექტში პუნქტების შინაარსზე ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტები ჩანაწერის ბუნდოვანებაზე საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი