ის, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე და მისი განხილვისას ცვლილება შევიდა არ უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილს ისრები ოპოზიციისკენ გადააქვს და ამბობს რომ შინაარსობრივი განხილვებით ოპონენტები არ ინტერესდებოდნენ, რეალურად კი ჩანაწერი მეორე მოსმენის დროს გაკეთდა.
მისივე თქმით , ცვლილება ეხება მხოლოდ ტექნიკურ დეტალს, არადა ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ იმაზე რომ ახალი ჩანაწერით კანონი პირველ ვერსიაზე მეტად დამძიმდა.