საპროტესტო აქციები 

15 მაისი 2024, 10:55 370 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში გააპროტესტეს სადავო კანონპროექტის დამტკიცება თბილისში. მომიტინგეებმა მსვლელობა გამართეს და რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. პროტესტის მონაწილეებმა ვარაზის ხევი და კოსტავას ქუჩა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე სპეცრაზმელებმა დააკავეს.

სატრანსპორტო მოძრაობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პარალიზებული იყო. მანამდე, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს. „შეაჩერეთ ეს კანონი - ასე მიმართა მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას.

საპროტესტო აქცია მსვლელობა გამართეს ახალგაზრდებმა ბათუმშიც.  უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად მოსწავლეები და სტუდენტები შეიკრიბნენ. გაფიცულ სტუდენტებს ლექტორების ნაწილიც შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობისას საავტომობილო გზის ერთი ნაწილი დაიკავეს და ბათუმის ქუჩები ამ ფორმით შემოიარეს.

ახალგაზრდები ერთხმად ითხოვდნენ კანონის გაწვევას, რომელსაც მათი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისგან მხარდაჭერა არ აქვს და რომელიც დასავლეთთან ქვეყანას აშორებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში