ხანძრის  შედეგად  მიყენებული  ზარალი

27 მარტი 2017, 00:00 3818 ნახვა

ოძელაშვილის 11 ნომერში, ხანძრის ლიკვიდაციისას დაშავებული მეხანძრე მაშველი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, მას მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. დილის 6 საათზე საცხოვრებელ კორპუსზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს, მთავრობაში ამ დრომდე ითვლიან. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ოჯახებს დახმარებას ქალაქის მერია გაუწევს. ფაქტზე გამოძიება 187 ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში