ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული 591 ქულით შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით, The Code. ის გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი. Nemo-ს მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმაც.
ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გავიდა საქართველოს წარმომადგენელი.
ფინალურ კონცერტზე კი ნუცა ბუზალაძემ, 34 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა.
მომავალი წლის ევროვიზია გამარჯვებულის ქვეყანაში შვეიცარიაში გაიმართება.