ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

12 მაისი 2024, 09:01 386 ნახვა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში. რამდენიმე თვეა უკვე ისრაელის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციები იმართება. ისინი „ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე ითხოვენ პრემიერ მინისტრის გადადგომას.

საპროტესტო აქციებს მძევლების ოჯახის წევრებიც უერთდებიან. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ „ჰამასი“ მძევლებს გაათავისუფლებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მეორე დღესვე შედგება.

ქალაქი რაფაჰი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში