აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში აშშ მოქალაქეების დაკავებას გამოეხმაურა

09 მაისი 2024, 09:51 399 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთმა დააკავა ამერიკელები, რათა შემდგომ მძევლებით ივაჭროს.  

ბრიფინგზე მილერმა ამერიკულ საზოგადოებას შეახსენა, რომ არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, რადგან ამ ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციას დე მაჩვენებელი აქვს მინიჭებული, რომელიც აშშ-ს მოქალაქეებს  უკანონო  დაკავების რისკის შესახებ აფრთხილებს.

სამშაბათს, რუსეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში