9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

09 მაისი 2024, 10:08 437 ნახვა

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.

ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში