ბრაზილიის სამხრეთში ძლიერი წვიმის შედეგად აეროპორტი დაიტბორა

08 მაისი 2024, 09:50 481 ნახვა

ბრაზილიის სამხრეთში ძლიერი წვიმების შედეგად ქალაქ პორტო ალეგრეს აეროპორტი დაიტბორა. წყლით დაიფარა ასაფრენი ბილიკი.

ბრაზილიის პრეზიდენტმა კონგრესს ქვეყანაში ძლიერი წვიმებისა და მასშტაბური წყალდიდობის გამო  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.

წყალდიდობამ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაანადგურა გზები და ხიდები, გამოიწვია მეწყრული პროცესები. 

სტიქიამ რიო გრანდე-დუ სულის შტატში 90 ადამიანი იმსხვერპლა და 130-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი