მასწავლებლების სოლიდარობა ლადო აფხაზავას 

07 მაისი 2024, 10:51 359 ნახვა

700-ზე მეტი მასწავლებელი ერთობლივი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას, რომელსაც 5 მაისს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ხელმომწერი მასწავლებლები  აღნიშნავენ, რომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, "ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული".

ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ლადო აფხაზავაზე ძალადობის ფაქტი.

შსს-ში კი  გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

''კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება", - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში