ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს. ცაჰალის არმიას მიზანმიმართული იერიშები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე მიაქვს.
ომის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გააგრძელონ რაფაჰზე თავდასხმა, რათა ზემოქმედება მოახდინონ „ჰამასზე“. მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დაწყებას აიძულებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის რამდენიმე ქალაქში, რომლებიც ღაზასთან ახლოს მდებარეობენ, საჰაერო განგაშის ხმები ისმოდა.
ისრაელმა რაკეტების წინააღმდეგ „რკინის გუმბათი“ აამუშავა.