ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ კანოასში ძლიერმა წყალდიდობამ 78 ადამიანი იმსხვერპლა. ქალაქი მთლიანად დაიტბორა. 115 ათასი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და უსაფრთხო რაიონისთვის შეეფარებინა თავი. სტიქიის გამო რიო გრანდე-დო სულის შტატში ათასობით ადამიანი საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
მაშველები კატარღებით გადაადგილდებიან და ყველა სახლთან მიდიან ჩარჩენილთა გამოსაყვანად. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოკისპირული წვიმისა და ქარიშხლის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ მოიცვა შტატის თითქმის 500 ქალაქიდან ორი მესამედი, რომელიც ესაზღვრება ურუგვაის და არგენტინას.
წვიმებმა ასევე გამოიწვია მეწყრული პროცესები და მცირე ჰიდროელექტროსადგურზე დამბის მოშლა.