გერმანიის კანცლერი ლიეტუვაში განლაგებულ გერმანელ ჯარისკაცებს მოინახულებს

06 მაისი 2024, 09:28 264 ნახვა

ოლაფ შოლცი ლიეტუვაში გაემგზავრა, სადაც  პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად დაესწრება სამხედრო წვრთნებს, განიხილავს ლიეტუვაში გერმანული  კონტიგენტის განლაგებას, ხოლო დღის მეორე ნახევარში  დედაქალაქ რიგაში ბალტიისპირეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.

შეხვედრაზე განიხილება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რუსული აგრესიისგან უკრაინის მხარდაჭერა, ევროკავშირის დღის წესრიგის აქტუალური თემები და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკული პროექტების და სტრატეგიული მნიშვნელობის საკომუნიკაციო პროექტების სფეროებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

3+1 ფორმატში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და გერმანიის მთავრობის მეთაურებს შორის შეხვედრა მიზნად ისახავს ქვეყნებისთვის აქტუალური საკითხების განხილვას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. გასულ წელს ასეთი ფორმატის შეხვედრა ესტონეთის დედაქალაქ  ტალინში გაიმართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში