გოდერძი მახარაძის მორიგი რეკორდი

05 მაისი 2024, 18:01 729 ნახვა

ლელობურთის დაწყებამდე კი ქართველმა ათლეტმა და გინესის მრავალგზის რეკორდსმენმა გოდერძი მახარაძემ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მან კალათბურთის ბურთი თავით 12 ათასზე მეტჯერ აკენწლა. წინა რეკორდიც, 5508 ჯერ აკენწვლაც მას ეკუთვნის. ის ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც რეკორდის დასამყარებლად კალათბურთის ბურთი გამოიყენა, რაც ფეხბურთის ბურთის წონაზე მეტია.

ქართველ სპორტსმენს ახალი რეკორდის დასამყარებლად ერთი საათი და 35 წუთი დასჭირდა. ეს გოდერძი მახარაძისთვის გინესის 61-ე რეკორდი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი