თელ ავივში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა.
დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ. ისინი ომის გახანგრძლივებაში ისრაელის მთავრობასა და პირადად, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიჰუს ადანაშაულებენ.
ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ ტყვეობაში, კიდევ, 100-მდე მძეველი რჩება.
აქცია ისრაელში იმ ფონზე გაიმართა, როდესაც კაიროში მოძრაობა „ჰამასის“ დელეგაცია შუამავლებს ხვდებოდა.
მოლაპარაკებების სავარაუდო თემა, საბრძოლო მოქმედებების 40 დღით შეჩერებაა, რა დროსაც უნდა გათავისუფლდეს „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი. პარალელურად კი, ისრაელის ციხეები პალესტინელმა პატიმრება უნდა დატოვონ.
„ჰამსის“ წერვები ითხოვენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოიცავდეს ისრაელის ძალების ღაზის სექტორიდან სრულად გაყვანას და ომის დასრულებას, რასაც ისრაელი არ თანმხდება.