ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოთხი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ჯგუფს, მცირეწლოვანი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ბაგრატიონისა და ვაჟა-შაველას ქუჩების გზაჯვარედინზე სავალი ნაწილი გადაკეტილია და საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანი, ტაქსიში დედასთან ერთად იმყოფებოდა.