ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, თურქეთმა ისრაელთან ყველა სახის ვაჭრობა შეაჩერა. თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელთან ვაჭრობა შეჩერდება, ვიდრე ისრაელი არ დაუშვებს ღაზაში დახმარების „უწყვეტ და საკმარის ნაკადს“.
ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წელს თითქმის შვიდი მილიარდი დოლარი იყო. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი „დიქტატორის მსგავს“ ქცევაში დაადანაშაულა.
თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ისრაელთან 2010 წელს, მას შემდეგ, რაც 10 პროპალესტინელი თურქი აქტივისტი დაიღუპა ისრაელის კომანდოსებთან შეტაკებისას.