უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

03 მაისი 2024, 08:48 337 ნახვა

მიუღებელია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ისეთი გზები, რომლებიც რუსეთის წინაშე უკრაინის მხრიდან დათმობებს ითვალისწინებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დმიტრო კულებამ, ე.წ. „სტამბულის შეთანხმებებს“, რომლებიც, მისი თქმით, არასდროს ყოფილა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველაზე საყვარელი ისტორია უწოდა.

„ჩვენ საკმარისი დავკარგეთ, ჩვენ საკმარისი ვიბრძოლეთ და ვიმსახურებთ მეტ პატივისცემას, ვიდრე საუბრებია იმაზე, რა უნდა გავიღოთ კიდევ მსხვერპლად“, – განაცხადა  კულებამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი