უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გლობალურ სამშვიდობო სამიტი რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გაიმართება.
ახლა აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში აგრესორი სახელმწიფოს ჩართვას, რომლისგანაც კეთილსინდისიერ ქმედებას არ უნდა ველოდოთ - განაცხადა კულებამ და ორი გზა დაასახელა, რომლითაც შეიძლება რუსეთის მთავრობის კეთილსინდისიერად მოქმედებამდე მიყვანა: პირველი არის წარმატება ბრძოლის ველზე და მეორე არის ქვეყნების კოალიციის შექმნა, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე პრინციპებსა და მიდგომებს.