თელ-ავივში დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს და „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოითხოვეს.
„ან რაფაჰი, ან მძევლები - აირჩიე სიცოცხლე“ - ამ წარწერიანი ბანერით საპროტესტო მსვლელობას წინ „ჰამასის“მიერ აყვანილი მძევლების ოჯახის წევრები უძღვებოდნენ.
„რაფაჰში შესვლა მძევლების სიცოცხლის დათმობას ნიშნავს - აცხადებენ ისინი და მთავრობას შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ, რომელსაც მძევლების გადარჩენის ერთადერთ გზად მიიჩნევენ.