ესპანეთი პრემიერ-მინისტრ სანჩესის გადადგომის მოლოდინშია 

29 აპრილი 2024, 13:14 334 ნახვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი  შესაძლო გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს. პრემიერი ტელევიზიით თანამემამულეებს მიმართავს და მისი გადაწყვეტილების შესახებაც გააკეთებს განცხადებას.  ამის შესახებ მთავრობის აპარატი იტყობინება.  

52 წლის სანჩესმა საგონებელში ჩააგდო როგორც ოპონენტები, ასევე მოკავშირეები, როცა გასულ ოთხშაბათს თქვა, რომ სულ რამდენიმე დღე აშორებდა მას პრემიერის თანამდებობიდან წასვლისგან.

სანჩესმა  ეს  განცხადება  იმავე დღეს გააკეთა,  როცა სასამართლომ განაცხადა, რომ გამოიძიებს  მისი მეუღლის ბეგონა გომესის გავლენებსა და  ბიზნესში კორუფციულ გარიგებებს, ბრალდებებს, რომლებიც სანჩესის თქმით, შეთითხნილი და მისი კონსერვატიული ოპონენტების მიერ  ორკესტრირებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი