ოპოზიციის აქციას წინააღმდეგობად არ განიხილავენ "ქართულ ოცნებაში", რომელიც თავადაც ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. მმართველი პარტიის გეგმა ხალხმრავალი შეკრების გამართვაა.
უმრავლესობის შეფასებით, არც რაიმე დაპირისპირების რისკი არსებობს, რადგან გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში უზრუნველყოფილია.
მათი თქმით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დღევანდელ აქციაზე მოქალაქეების უმრავლესობის გამოყვანას ვერ შეძლებს.