„ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინაა, თუმცა არა სამი მთავარი საუნჯის ჩანაცვლების ხარჯზე, - ეს განცხადება, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გააკეთა.
„ილია ჭავჭავაძემ „მამული, ენა, ისტორია“ წარმოთქვა ისტორიული და რელიგიური კონტექსტის გამო, აჭარაში, როცა 300-წლიანი დაშორების შემდეგ, აჭარა დაუბრუნდა დედასამშობლოს. „ისტორია“ კი აერთიანებდა მაშინდელ რელიგიურ განსხვავებულობას და ამ გაერთიანებაში ქრისტიანობას ჰქონდა მთავარი როლი. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ილიასეული ტრიადა - „მამული, ენა და სარწმუნოება“ - ის იყო და რჩება დატოვებულ საუნჯედ.
იაკობ გოგებაშვილმა შექმნა სპეციალურად დედაენა აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რელიგიურ-ისტორიული კონტექსტის გამო, იცვლებოდა სახელ-გვარებიც მაგ: ეთერი-ემინე, ანანიძე არის აჭარის მცხოვრები მუსლიმი ანანიაშვილი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ანანიაშვილი ან შეიცვალა დედაენა.
ცნება „ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინ არის (სწორედ, ამ სამი იდეის - მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთიანობაა ჩვენ ქვეყნის ბრძოლის ისტორია), მაგრამ, არა ამ სამი საუნჯიდან რომელიმეს ჩანაცვლების ხარჯზე, მას ვერავინ შეცვლის“ - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.
ცოტნე ანანიძე, ამ განცხადებით, თბილისში, ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციებზე, ილია ჭავჭავაძის ცნობილი ტრიადის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - შეცვლის მცდელობის ფაქტს ეხმაურება.