დღეს დედამიწის დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში გამწვანების აქცია მოეწყო. მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტ სკოლის ეზოში 100-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა დარგეს.
დედამიწის დღე მსოფლიოს 175 ქვეყანაში 22 აპრილს აღინიშნება. საქართველო კი ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.