რა გეგმა აქვს კომპანია Emaar-ს საქართველოში?

09 მარტი 2025, 20:10 222 ნახვა

კომპანია Emaar Properties-ის დამფუძნებლის მოჰამედ ალაბარის  კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც შექმნილია მასშტაბური საერთაშორისო პროექტებისთვის, საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიების Emaar Properties - ის და Eagle Hills-ის განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე დუბაიში მედია ტურის ფარგლებში გაეცნო.
ესაუბრა თავად კომპანიის დამფუძნებელს სამომავლო გეგმებზე საქართველოსთან მიმართებით. ქართული მხარე რეკორდულს უწოდებს 6 მილიარდიან ინვესტიციას, რომელიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს. რა ნაბიჯები გადაიდგა პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით და რა ხედვები აქვთ მხარეებს, ნახეთ ჯენი კვანტალიანის და ლევან სიხარულიძის რეპორტაჟი დუბაიდან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში