თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა

10 მარტი 2025, 11:58 119 ნახვა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტობის სტატუსი შეუწყვიტა. შესაბამისი განცხადება სტუდენტებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს.

თეატრალურის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით უკვე დააჯარიმა. თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა გუშინ დატოვეს, როდესაც უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარდა. სტუდენტებმა  უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზეს, რომ ადგილს შეიცვლიდნენ, თუმცა უნივერსიტეტი ამას არ დასთანხმდა და შესთავაზა სალაროს სივრცის დაკავება, რაზეც სტუდენტებმა თქვეს უარი, ფართის სიმცირის გამო.

“ქართული ოცნება” არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს - ასე ეხმაურება თეატრალურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს სტუდენტებზე ზეწოლის მიზნით არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენება, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კი მოუწოდებს  მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა, თავად შეარჩიონ პროტესტის ადგილი უნივერსიტეტის ჭერქვეშ, რომელიც ხელს არ შეუშლის უნივერსიტეტის ფუნქციონირებას, ამავდროულად იქნება პროტესტის გამოხატვის ეფექტიანი მექანიზმი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში