თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

10 მარტი 2025, 10:22 105 ნახვა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი უთხრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო და როგორც მან განმარტა, შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ და ახლა უკვე ძებნაში მყოფ, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივეზე  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. პროკურატურამ ინტერპოლს გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე მიმართა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვის საქმეს, პროკურატურამ დახმარების ბრალდებით გასულ კვირაში ერთი პირი დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში