ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება და პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა, კიდევ ერთხელ, მოითხოვეს.
საპროტესტო აქციები გაიმართა იერუსალიმში, ხაიფასა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.