ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი გამართა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა „ბილბაოსთან“ გამართულ შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 43 შეადგინა, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია.
სავარაუდოდ, ქართველი ცენტრი კიდევ ერთხელ გახდება ესპანეთის ტურის საუკეთესო კალათბურთელი.
სარგებლიანობის 43-იანი მაჩვენებელი ესპანეთის ჩემპიონატში არავის ჰქონია. ეს ამ სეზონში ლიგის აბსოლუტური რეკორდია.
შერმადინის „ტენერიფეს“ 19 მოგება, 10 წაგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს „ბარსელონასთან“.