ჯოზეფ ბორელის მოთხოვნით, სამშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება

14 აპრილი 2024, 19:25 384 ნახვა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა მოითხოვა.

შეხვედრა სამშაბათს გაიმართება, სადაც ლიდერები, სავარაუდოდ, ირანის მიერ, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას განიხილავენ.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რეგიონის დეესკალაციას და უსაფრთხოებას“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი