ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დახურეს

14 აპრილი 2024, 08:55 366 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცეები დაიხურა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

იორდანიამ, ლიბანმა და ერაყმა, რომლებიც ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების სავარაუდო ფრენის გზაზე მდებარეობენ, თავიანთი საჰაერო სივრცე დაკეტეს.

საჰაერო სივრცე დაკეტეს ისრაელმა და ირანმაც.

ირანის მხრიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა იორდანიამ.

გვიან ღამით, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი