გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა ერთში „ლანსს“ უმასპინძლა და ქართველის დუბლით 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა პირველი გოლი 34-ე წუთზე გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი დუბლიც შეასრულა.
„მეცი“ მუქაუტაძის დუბლამდე 0:1 მარცხდებოდა. „მეცმა“ 26 ქულა დააგროვა თუმცა, ისევ მე-17 ადგილზე დარჩა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა.
გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი, სულ კი მიმდინარე სეზონში ცხრა გოლთან ერთად, სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა და საფრანგეთის ლიგა ერთის ბომბარდირთა დავაში მერვე ადგილზე დაწინაურდა.