ბათუმში ჭადრაკში მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების სემინარი ჩატარდა, რომელსაც უხელმძღვანელა ჭადრაკში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, „ფიდე“-ს სენიორ ტრენერმა დავით ჯოჯუამ.
მწვრთნელებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გადამზადების პროგრამა, გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე სპორტის დეპარტამენტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.