''ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საკითხებს.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.