ფილადელფიაში მუსლიმურ დღესასწაულზე სროლა მოხდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაკავებულია ხუთი ადამიანი. სროლა ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის რამადანის დასასრულის აღსანიშნავად მუსლიმთა შეკრების მახლობლად მოხდა.
ინციდენტის დროს კლარა მუჰამედის მოედანთან ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი.
პოლიციის თქმით, ოთხი დაკავებული შეიარაღებული იყო, ერთს პოლიციამ ესროლა. იგი მხარსა და ფეხის არეშია დაჭრილი. ეჭვმიტანილებმა 30 გასროლა განახორციელეს.