9 აპრილს დაღუპული 21 მოქალაქე გაიხსენეს ქედაში და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ქედის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის პარკში მემორიალი ტიტებითა და გვირგვინებით შეამკეს.
დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სხალთის ეპარქიის დეკანოზებმა ევდემოზ ალელიშვილმა და ბართლომე ჩხიკვაძემ გადაიხადეს.
საგალობლები ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ელესამ" შეასრულა.