„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღების საშუალებას არ მივცემთ! - რუსული კანონი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, დამოუკიდებელი მედია გაანადგუროს, სამოქალაქო საზოგადოება გააჩუმოს და საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი საჯარო პროცესებიდან გარიყოს - ასე ეხმაურებიან მედიაორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებით.