ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

08 აპრილი 2024, 10:01 419 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გირგორიადისის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს. თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულის საქმეზე სასამართლოს განაჩენი გასულ კვირას უნდა გამოეცხადებინა, თუმცა პროცესის გადადების მიზეზი ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დარჩა, შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას შეძლებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ გასულ წელს, მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის საქმესთან დაკავშირებით ირღვევა საქმის სამართლიანად განხილვის უფლება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ხასიათი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი