ლონდონის ტერაქტი

23 მარტი 2017, 00:00 3038 ნახვა

ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს   მაქსიმალურ კოორდინაციაში  იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია. ტერორისტულ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 78 72 06 48 30. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში